იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ საკუთარი თავისთვის ხმის მიცემას არ აპირებს. ამის შესახებ მურუსიძემ დღეს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ლევან მურუსიძის კანდიდატურას თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებით, საბჭომ კენჭი პარასკევს უნდა უყაროს.
როგორც მურუსიძე განმარტავს, მისი კანდიდატურის კენჭისყრა ინტერესთა კონფლიქტს არ იწვევს.
"შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მე, როგორც იუსტიციის საბჭოს მდივანი ჩემს თავს ხმას არ მივცემ. რაც შეეხება დანარჩენი კანდიდატურების კენჭისყრაში მონაწილეობა, გამოდის, რომ ყველას უარს ვეუბნები. თუ მივიღე კენჭისყრაში მონაწილეობა და ვინმეს დადებითი ხმა მივეცი, გამოდის, რომ კონკურენტ კოლეგას ვაძლევ ხმას. პარასკევს არის კენჭისყრა. სიტყვაზე ნდობაზეც არ არის საუბარი, ყველანი დაინახავენ, რომ ლევან მურუსიძე საკუთარი თავის კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. შეგიძლიათ სიტყვაზე მენდოთ. თუმცა, გეტყვით, რომ როცა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევა ხდება, კანდიდატი ხმას საკუთარ თავს აძლევს. კომიტეტის თავმჯდომარეებიც აძლევენ ხმას საკუთარ თავს. მიუხედავად ამისა ვამბობს, რომ ჩემს თავს ხმას არ მივცემ", _ აღნიშნა მურუსიძემ


































































