საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილე გია ვოლსკი ეხმაურება "გურია ნიუსის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პრემიერის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით:
"არის ამ საკითხზე მსჯელობა, მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ საკითხზე ნაჩქარევი განცხადებები უნდა გავაკეთოთ.
ადმინისტრაციაში დასტური არ არის პრემიერის გადადგომასთან დაკავშირებით. ამას გავიგებთ მოგვიანებით, დაველოდოთ,“ _ განაცხადა ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.




































































