BBC-ის ცნობით, პოლონეთის ახალი პრეზიდენტი ანჟეი დუდა ევროკავშირს აფრთხილებს, რომ თუ დიდი ბრიტანეთი გაერთიანებას დატოვებს ევროკავშირი სერიოზული კრიზისის წინაშე დადგება.
"ეჭვი არ მეპარება, რომ თუ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის წევრი აღარ იქნება, ევროკავშირს წინ დიდი კრიზისი ელოდება,"_აცხადებს ის.
როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა BBC-სთვის მიცემულ პირველ ინტერვიუში აღნიშნა, ევროკავშირს ბევრი სისუსტე აქვს და ის უფრო დემოკრატიული და ეფექტური უნდა იყოს.
"გვინდა, რომ ევროკავშირი უფრო ეფექტური და ქმედითი იყოს სამომავლო პრობლემების მიმართ, ის უკვე შეირყა და კიდევ უფრო იჩენს თავს ფინანსური და ლტოლვილთა კრიზისი,"_აცხადებს ანჯეი დუდა.
როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, დავიდ კამერონმა ადრე პირობა დადო, რომ 2017 წელს დიდ ბრიტანეთში მისი პარტიის არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის ევროკავშირის წევრად დარჩენასთან დაკავშირებით რეფერენდუმი გაიმართება.































































