ბერძენმა პარლამენტარებმა ერთსქესიანთა სამოქალაქო პარტნიორობის კანონს კენჭი უყარეს. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, 300 პარლამენტარიდან კანონს მხარი 193-მა დაუჭირა, ხოლო მართლმადიდებელი ეკლესია და ოპოზიციონერი პარლამენტარები კანონის წინააღმდეგები არიან.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა კანონის დაგვიანებით მიღებისთვის მოიბოდიშა.
"ეს არის საბერძნეთის ჩამორჩენილობისა და სირცხვილის დასასრული, რაც საბერძნეთს ადამიანთა უფლებების დაცვის ევროპულმა სასამართლომ განაჩენად გამოუტანა,"_ განაცხადა პარლამენტის სხდომაზე საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრასმა.
გავრცელებული ინფორმაციით, სამოქალაქო პარტნიორობის კანონი ქვეყანაში 2008 წლიდან არსებობდა. თუმცა, ის ერთსქესიან წყვილებზე არ ვრცელდებოდა, რის გამოც კანონი, ადამიანთა უფლებების დამცველმა ევროპულმა სასამართლომ დისკრიმინაციულად შეაფასა.
როგორც ცნობილია, კანონი სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ ერთსქესიან წყვილებს შვილის აყვანის უფლებას არ აძლევს.






































































