პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით მას ინფორმაცია არ აქვს.
თუმცა, აბაშიძე არ აკონკრეტებს იყო თუ არა გუშინ ღარიბაშვილის გადადგომის თემა განხილვის საკითხი.
"მე მნიშნავენ წყალქვეშა სამხედრო ფლოტის მთავარსარდლად. ეს ზუსტად ვიცი", _ იხუმრა ჟურნალისტებთან საუბრისას აბაშიძემ.
შეგახსეებთ, რომ საქართველოს პრემიერის ადმინისტრაციაში ამ დრომდე არ ადასტურებენ "გურია ნიუსის" ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს თანამდებობას ტოვებს და მის ადგილს გიორგი კვირიკაშვილი დაიკავებს.
ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურში ამ თემებზე კომენტარს არ აკეთებენ.
პრემიერი განცხადებას 18:00 საათზე გააკეთებს.


































































