გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ქვეყნის საგარეო მიმართულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია რჩება ქვეყნის პრიორიტეტად.
"უმთავრეს პრიორიტეტად რჩება ევროპასთან სავაჭრო ხელშეკრულებით გაფორმებული რეფორმების განხორციელება. თავისუფალი სავიზო რეჟიმის მიღწევა ევროპასთან და ამ მიმართულებით პროცესის მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულება. ნატო-ში ინტეგრირების კუთხით საქართველო გააგრძელებს არსებითი პაკეტის ეფექტიან დანერგვას და ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ამ მიმართულებით ვიმუშაოთ, როგორც თავსებადობის კუთხით, ასევე ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კუთხით" – განაცხადა კვირიკაშვილმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved