პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილმა ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" სხდომაზე ნინო გოგუაძის შეკითხვებს უპასუხა, რომელიც შემდეგნაირად ჟღერდა : „სცემთ თუ არა პრეზიდენტის ინსტიტუტს და კონსტიტუციას პატივს იმდენად, რომ მონაწილეობას მიიღებთ კონსტიტუციით განსაზღვრული ორგანოს – უშიშროების საბჭოს სხდომებში? შეწყვეტთ თუ განაგრძობთ იმ სამარცხვინო კამპანიას, რომელიც პრეზიდენტის გამოსახლებას ისახავს მიზნად?!“.
„რაც შეეხება ქალბატონი ნინოს შეკითხვას – მე პატივს ვცემ პრეზიდენტის ინსტიტუტს. მე აუცილებლად, ფიზიკური შესაძლებობის შემთხვევაში დავესწრები უშიშროების საბჭოს სხდომას, როდესაც იგი ჩატარდება. რაც შეეხება გამოსახლების კამპანიას, მე არ ვიცი რომელ კამპანიაზე საუბრობთ თქვენ. ცალკეულ პოლიტიკურ პირებს აქვთ უფლება, რომ გააკეთონ ამ ტიპის განცხადებები. გემოვნების საკითხია. მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტის ადგილას, მივიღებდი თუ არა იგივე გადაწყვეტილებას?! ალბათ პოლიტურ გუნდს მეტ ანგარიშს გავუწევდი. ამასაც ღიად გეუბნებით. თუმცა პრეზიდენტი იმყოფება თავის რეზიდენციაში და ნამდვილად ეს საკითხი მთავრობის მხრიდან არ უნდა დაისვას“ – განაცხადა კვირიკაშვილმა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved