2015 წლიდან, ხორვატიას სათავეში, ქალი პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი უდგას. 47 წლის ხორვატი პოლიტიკოსი სხვადასხვა დროს აშშ-ში ხორვატიის ელჩის (2008-2011), ევროინტეგრაციის მინისტრის (2002-2005), საგარეო საქმეთა და ევროინტეგრაციის მინისტრის (2005-2008) პოსტებს იკავებდა. 2011-2014 წლებში გრაბარ-კიტაროვიჩი ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე იყო.
2015 წლის 11 იანვარს ხორვატიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მან ხმების 50,42 % დააგროვა და ხორვატიის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა.
შთამბეჭდავი პოლიტიკური ბიოგრაფიის გარდა, კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი თავისი გარეგნობითაც გამოირჩევა. საცურაო კოსტუმში გამოწყობილი პოლიტიკოსის ფოტოებმა მსოფლიო მედიის ყურადღება არაერთხელ მიიპყრო, სადაც კოლინდა საკმაოდ თამამად და უკომპლექსოდ პოზირებს ფოტო-ობიექტივების წინაშე.