ქვეყანაში ტურიზმის განვითარების და ამ სფეროში სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მეტად ჩართულობის მიზნით პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს განსაკუთრებული ხედვა აქვს. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავრობა აპირებს შეისწავლოს მსოფლიო ბანკის მონაცემები და მათზე დაყრდნობით შეიმუშაოს მექანიზმი, რომლითაც მოხდება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის უფრო დიდი რაოდენობის ჩართვა ტურისტულ ბიზნესში.
"ჩვენ უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, ჩავატაროთ ძალიან დეტალიზირებული კვლევა იმ საჭიროებებზე, რაც არაორგანიზებულად შემოსულ ტურისტს ესაჭიროება ქვეყანაში ჩამოსვლისას.
ასევე ვგეგმავთ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას ტურიზმის განვითარებაში. ჩვენ ვგეგმავთ შემოვიღოთ კრიტერიუმები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა მიიღებს გარანტირებულ ტურისტულ ნაკადებს. კერძოდ, საუბარია იმ კრიტერიუმებზე, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს სოფლად მაცხოვრებელმა ადამიანმა, კომლმა იმისთვის, რომ მან მიიღოს ტურისტული ნაკადიდან კონკრეტული რაოდენობა წლის განმავლობაში. ამ მხრივ ჩვენ ჩავრთავთ დაფინანსების მექანიზმებსაც", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.