ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის #1 ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა საკრებულოს დეპუტატებს დღეს სიურპრიზი მოუწყვეს.
საახალწლო ღონისძიების დასრულების შემდეგ პატარა სანტაკლაუსები ადმინისტრაციულ შენობაში მივიდნენ და 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცებას დაესწრნენ.
პატარებმა სხდომათა დარბაზში ლექსებიც წაიკითხეს და დეპუტატების სავარძლებიც მოირგეს.