ლანჩხუთში აქცია – "აჩუქე ტკბილეული" პედაგოგ ლადო აფხაზავას ინიციატივით გაიმართა, რომლის მონაწილეებმაც წინასაახალწლოდ მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში 28 მრავალშვილიანი ოჯახი გაახარეს და სადღესასწაულოდ ტკბილეულობა მიუტანეს საჩუქრად.
"საკმაოდ დიდი გამოძახილი მოჰყვა ჩვენს მიერ დაგეგმილ აქციას და სიამოვნებით ჩაერთვნენ კერძო პირები და სხვადასხვა მაღაზიის მეპატრონეები.
წინასაახალწლოდ აქციის გამართვა ერთმა სულისშემძვრელმა ფაქტმა გადაგვაწყვეტინა-ქუჩაში შიკოლადი დაგვივარდა, პატარა ბიჭუნამ კი მას უცებ ხელი დასტაცა და შეჭამა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, ქუჩაში გავსულიყავით, ტბილეულობა შეგვეგროვებინა და იმ ბავშვებთან მიგვეტანა, რომელთა მშობლებიც ვერ ახერხებენ მის შეძენას", – გვითხრა ლადო აფხაზავამ.
აღსანიშნავია, რომ აქციაში "აჩუქე ტკბილეული" ლესის სახლის აღსაზრდელებიც ჩაერთვნენ და საკუთარი წვლილი გაიღეს თანატოლების დასახმარებლად.