საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ157 (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეგახსენებთ რომ, აღნიშნულ მონაკვეთზე ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, აკრძალული იყო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.