ცესკოს სწავლების ცენტრის ადმინისტრაციული საჩივარი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრეზიდიუმმა 21 დეკემბერს განიხილა. გასაჩივრებული საკითხების უმრავლესობა (12-დან 9 – სრულად, 3 – ნაწილობრივ), მათ შორის მოთხოვნები არასამთავრობო ორგანიზაციებზე გაცემულ გრანტებთან დაკავშირებით პრეზიდიუმის გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდა.
სწავლების ცენტრის ადმინისტრაციული საჩივარი აუდიტის სამსახურის 2013-2014 წლების შესაბამისობის ანგარიშს ეხებოდა, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში გამოქვეყნდა.
სახელმწიფო აუდიტის ზემოაღნიშნულ ანგარიშთან დაკავშირებით ცესკოს არგუმენტირებული შეხედულებები, ასევე საჯაროდ გამოქვეყნდა ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
ცესკო მიესალმება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პროფესიულ გადაწყვეტილებას აუდიტის ანგარიშის თაობაზე სწავლების ცენტრის ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით.