გურიის სოფლების ნაწილი რამდენიმე საათია ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. 4დღიანი უშუქობის შემდეგ გუშინ განათებული ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელი ვანზომლეთი ისევ გამორთულია.
შუქი არ მიეწოდება ბუკნარის ნაწილს, სოფელ ხიდისთავს და გუთურს.
გამორთულია ქალაქ ოზურგეთის რამდენიმე ქუჩა და დაბა ანასეული, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლები.
"ენერგო პრო ჯორჯიაში" ამბობენ, რომ შუქის გამორთვა ძლიერმა თოვლმა და ქარმა გამოიწვია.
კომპანიაში განმარტავენ, რომ აღდგენითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.