იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თინა ბურჯალიანმა, რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტში, სამთავრობო საათზე გამოსვლის პირველივე წუთებში აღნიშნა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია:
_ გვაქვს ძალიან მაღალი რეიტინგი და ეს აღიარებულია საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან. 2010 წლის კვლევების მიხედვით, მოსახლეობის 78 პროცენტი მიიჩნევს, რომ მთავრობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში ეფექტური იყო, _ აღნიშნა ბურჯალიანმა.
იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, ბიძინა ივანიშვილის მოქალაქეობის აღდგენის საკითხზეც მოუხდა საუბარი. დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ წერილობით გაგზავნილ შეკითხვაზე, როდის აღუდგება მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილს, ბურჯალიანმა აღნიშნა, რომ მათ ამისთვის სამთვიანი ვადა აქვთ და ამ ვადაში აუცილებლად ჩაეტევიან.