ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის გამგებლის ზაზა ურუშაძის ხელმძღვანელობით მუშაობას აგრძელებს ადგილობრივი ოპერატიული ცენტრი (შტაბი).
_ რთულ უბნებში მიმდინარეობს ცენტრალური და შიდა სასოფლო გზების გაწმენდითი სამუშაოები. სპეციალური ტექნიკით იწმინდება გზები: მამათის, აცანის, აკეთის, ლანჩხუთის, მაჩხვარეთის, ლესის, ნინოშვილის და ჩოჩხათის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
გრძელდება დაზიანებული ელექტროგაყვანილობის შეკეთების სამუშაოები. როგორც „ენერგოპროჯორჯი“-დან გვაცნობეს, ჩამოსულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან დამატებითი ბრიგადები. ეტაპობრივად დაზიანებულ უბნებზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება.
წნევის დაცემის გამო ქალაქში ერთ-ერთ უბანს შეუწყდა ბუნებრივი გაზის მიწოდება. „სოკარ ჯორჯია გაზი“-დან მიღებული ინფორმაციის თანახმად, დღის ბოლოსთვის აღდგება გაზის მიწოდება, _ გვითხრეს პრესსამსახურში.