ერთ მილიონ სამი ათას ცალ ნაღმზე მეტია განთავსებული თურქეთის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც მეზობლებს ესაზღვრება. მათ შორის საქართველოს საზღვრის გასწვრივ.
საქართველოს, ბულგარეთისა და საბერძნეთის საზღვრების გასწვრივ მთლიანობაში დაახლოებით 97 ათასი ნაღმია განთავსებული.
საქართველოს საზღვრის დანაღმვა საბჭოთა პერიოდში მოხდა და ნაღმების უმეტესობა სწორედ დღევანდელი საქართველო-თურქეთის საზღვრის მთელ პერიმეტრზეა განთავსებული.
დანაღმულია თურქეთის საზღვარი სირიის, ერაყისა და ირანის გასწვრივაც. დიდი რაოდენობის ნაღმია განთავსებული სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის გასწვრივაც.
2004 წელს თურქეთი შეურთდა საერთაშორისო კონვენციას რომელიც ნაღმების გამოყენებას კრძალავს. ბოლო რამდენიმე წელია კი ქვეყანაში ამ კუთხით არსებული მდგომარეობის შესწავლა მიმდინარეობდა და რამდენიმეწლიანი კვლევების შედეგები ახლა გამოქვეყნდა.
სულ თურქეთში 600 ზე მეტი ტერიტორია გამოვლინდა, სადაც სასოფლო სამეურნეო სამუშაოები ან ადამიანების გადაადგილება საშიშია და სასწრაფო განაღმვით სამუშაოებს მოითხოვს.