სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, კახეთში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების – მაია ჯავახიშვილის და გელა ლამაზოშვილის დაკრძალვას დაესწრო.
მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.
პოლიციელების – მაია ჯავახიშვილის და გელა ლამაზოშვილის ცხედრები თელავის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრიდან გამოასვენეს და საპატიო ყარაულის თანხლებით დაკრძალეს.
მკვლელობა 2015 წლის 30 დეკემბერს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის მთავარი სამმართველოს ეზოში მოხდა.
სამართალდარღვევათა აღრიცხვისა და ანალიზის განყოფილების თანამშრომელ მაია ჯავახიშვილს და პოლიციის კაპიტან გელა ლამაზოშვილს სანადირო თოფიდან ესროლეს. პოლიციელებზე თავდასხმაში ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.
(R)