ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ასკანაში მცხოვრებ 23 წლის მაგდა კოჩალიძეს ეძებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ამბობენ, რომ კოჩალიძის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 30 დეკემბერს შევიდა.
_ მაშინვე შეიქმნა ძებნის საქმე, ამ ეტაპზე დაკარგული ახალგაზრდა გოგონას ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით მიმდინარეობს შესაბამისი ქმედებები, – გვითხრეს პრესსამსახურში.
"გურია ნიუსი“"დაკარგული გოგონას ძმას, დათო კოჩალიძეს დაუკავშირდა.
_ ოჯახში ყველანი გაოცებულები ვართ. ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ მარიამს არაფერი მოკლებოდა და უცებ ის გაუჩინარდა.
“ფეისბუქზე“ დავდეთ ფოტოები და ახლა მომწერეს, რომ თბილისში, ერთ-ერთ ინტერნეტ-კაფეში ნახეს. ვნახოთ, რა იქნება, იმედია დროულად ვნახავთ, – გვითხრა დათო კოჩალიძემ.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მაგდას ჰყავს დედა, ორი ძმა და ორი და





















































![Young couple sitting on a sofa, drinking, talking. Click here for more "people at home" images:
[url=my_lightbox_contents.php?lightboxID=1507925][img]http://www.nitorphoto.com/istocklightbox/peopleathome.jpg[/img][/url]](https://gurianews.com/wp-content/uploads/2026/02/kalimamakaci-360x180.jpg)













