ხვალ, ქალაქ ოზურგეთში ღმრთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრიდან ალილოს ტრადიციული მსვლელობა მოეწყობა. ამის შესახებ ინფორმაცია "გურია ნიუსს" შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის უფროსმა ხათუნა ცერცვაძემ დაუდასტურა.
_ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ალილოს მსვლელობაში მიიღოს მონაწილეობა. შეგროვილი ნობათი კი სოციალურად გაჭირვებულ ადამიანებს გადაეცემა, – გვითხრა ხათუნა ცერცვაძემ.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ალილოს მსვლელობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ძიმითშიც იგეგმება. წლების წინ ეს ღონისძიება ექიმ, ირინა გოგუაძის ინიციატივით დამკვიდრდა.