https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

  • ფეისბუქსტატუსები

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

    “აშკარად გასაკოჭია” _ დავით ბერძენიშვილი

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ერდოღანმა შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრები თანამდებობებიდან გაათავისუფლა

    დონალდ ტრამპი ირანზე – ან შეთანხმებას მივაღწევთ, ან ძალიან მკაცრი ნაბიჯების გადადგმა მოგვიწევს

    ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ დოკუმენტები მზადაა

    სერგეი ლავროვი – თუ ევროპა რუსეთს თავს დაესხმება, სრულმასშტაბიან სამხედრო პასუხს მიიღებს

    ნიპა ვირუსით გარდაცვალების შემთხვევა კიდევ ერთ ქვეყანაში დაფიქსირდა (უცხოეთი)

    მილანში ოლიმპიურ სოფელთან პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ნანა კაკაბაძე: “ომბუდსმენის ანგარიში ფასადურია”

7:03; 30.03.2012
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

ევროპის ქვეყნებიდან საქართველო ერთადერთია, რომელსაც 26 ათასამდე პატიმარი ჰყავს. ხოლო ამიერკავკასიის ქვეყნებიდან ერთადერთი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაციებს მონიტორინგის უფლება არ აქვთ. ქვეყანაში მხოლოდ სახალხო დამცველის ინსტიტუტს აქვს სასჯელაღსრულების დაწესებულების მონიტორინგის უფლება. ომბუდსმენმა 2011 წლის ანგარიში უკვე გამოაქვეყნა და საკანონმდებლო ორგანოს გადაუგზავნა შესასწავლად. ომბუდსმენი ანგარიშში პატიმრების უფლებებზეც საუბრობს. რა მნიშვნელოვანი საკითხები არ მოხვდა და რა შეფასება მოჰყვა ომბუდსმენის ანგარიშს, ამ საკითხზე “გურია ნიუსი” არასამთავრობო ორგანიზაცია “ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარეს ნანა კაკაბაძეს ესაუბრა.

– ქალბატონო ნანა, სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშში რამდენად რეალურად არის ასახული ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები?.

_ სახალხო დამცველი მართლაც მიუთითებს რიგ პრობლემებზე, მაგრამ საერთო ჯამში, სამწუხაროდ, ეს არ არის რეალობის ამსახველი.

_ რამდენად მისაღებია თქვენთვის ეს ანგარიში?

_ ჩემთვის ასეთი ანგარიში არის ფასადური, რომელიც ერთის მხრივ, აწყობს ხელისუფლებას. თითქოს, ხელისუფლება იღებს ომბუდსმენის კრიტიკას. მეორე ხელს აძლევს სახალხო დამცველს, რომელიც კომფორტულად არის ხელისუფლებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთანაც, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციები ანგარიშში კითხულობენ ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ შენიშვნებსაც. მაგრამ პრობლემა არის გაცილებით სერიოზული, მოითხოვს აქტიურ და რეალურ ქმედებებს ომბუდსმენისგან. მათ შორის, კონკრეტული პირების საკითხის დაყენებას პარლამენტის წინაშე. სახალხო დამცველმა ერთხელ მიპასუხა, რომ არ აქვს სისხლის სამართლებრივი დევნის უფლება. მან ძალიან კარგად იცის, რა იგულისხმება პარლამენტის ტრიბუნიდან კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაში. შეასრულებს თუ არა ხელისუფლება, ეს სხვაა. მაგრამ მან უნდა თქვას, ვინ არის ამაში დამნაშავე.

_ რას გულისხმობთ ფასადურში?

_ ობმუდსმენს ამ სიტუაციაში ამაზე რბილი ანგარიშის გაკეთება არ შეეძლო, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციებმა ძალიან კარგად იციან, რა ხდება საქართველოში. თუ ორი- სამი წლის წინ, ჯერ კიდევ არსებობდა მითი საქართველოს დემოკრატიული ხელისუფლებისა, ეს მითი თანდათანობით დაიმსხვრა. მითუმეტეს, ქვეყნის შიგნით ყველამ ყველაფერი იცის. ამაზე რბილი ანაგრიში გამოიწვევდა სერიოზულ თავდასხმებს სახალხო დამცველზე.

_ რა პრობლემები არ არის ასახული სახალხო დამცველის 2011 წლის ანგარიშში?

_ ანგარიშში მკაფიოდ არ არის ნათქვამი, რომ პენიტენციალურ სისტემაში შექმნილი მდგომარეობა არის ხელისუფლების პოლიტიკა და არა დარღვევების ცალკეული შემთხვევები. როგორც თვითონ წერს, დღეს, საქართველოს ციხეები არა მხოლოდ გადატვირთულია, არამედ პატიმართა რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზე ვართ. ისე, თუ ჩატარდება კვლევა, დადგინდება, რომ არა მარტო ევროპაში, შეიძლება, საქართველო მსოფლიოში პატიმარტა რაოდენობით პირველ ადგილზე იყოს. ეს იმ პოლიტიკის ანარეკლია პრეზიდენტმა პარლამეტის ტრიბუნიდან რომ ბრძანა: “ყველანი ციხეში. ნულოვანი ტოლერანტობა”. ქვეყანაში ყოველ მეორე ოჯახს პატიმარი ან პრობაციონერი ჰყავს. სწორედ ეს არის სახელმწიფო პოლიტიკა. სახალხო დამცველი თავის ანგარიშში ამის წინააღმდეგ უნდა ილაშქრებდეს, რაც არ წერია ანგარიშში. გადატვირთულ ციხეებში საკმაოდ დიდი ადგილი უკავიათ პოლიტპატიმრებს. მნიშვნელოვანი და საჭირო იყო, სახალხო დამცველს გაეკეთებინა შედარებები. ამიერკავკასიის რეგიონში და პოსტსაბჭოთა სივრცეში პოლიტპატიმრების რაოდენობით პირველ ადგილზე ვართ. ომბუდსმენს ხელისუფლებისთვის უნდა ეთქვა, რომ ის ყალბი პიარი, თითქოს, საქართველო დემოკრატიის ოაზისია, ეს არის ტყუილი. რეალობა ასეთია, ჩვენ ვართ პირველ ადგილზე პოლიტპატიმართა, პატიმართა და ბავშვების გარდაცვალების რაოდენობით და ა.შ.

_ სახალხო დამცველის ანგარიშში წერია, რომ პატიმრების მიმართ დაწესებულების ხელმძღვანელების მხრიდან არის ცუდი მოპყრობა, მაგრამ არ არის დაკონკრეტებული მათი ვინაობა.

_ სწორედ ეს არის მთავარი. ანგარიშში არ არის საუბარი კონკრეტული პირების დანაშულზე. არ ვიცი, ომბუდსმენი პარლამენტში დააყენებს თუ არა ამ პირების იურიდიული პასუხისმგებლობის და მინისტრის პილიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს. თუ დააყენებს, ძალიან კარგი, მაგრამ მის ანგარიშში ეს არ ჩანს. თავს არიდებს საუბარს იმაზე, რაც დღეს ციხეებში ხდება, რომ ეს სახელმწიფო პოლიტიკის შედეგია. არ საუბრობს იმაზე, რომ რევოლუციამდე პატიმართა რაოდენობა 6000 ადამიანს არ აღემატებოდა. დღეს კი ოფიციალური მონაცემით 26000 პატიმარი გვყავს. არ საუბრობს იმაზე, რომ საქართველო პირველი ქვეყანა იყო კავკასიის რეგიონში, რომელსაც გამჭვირვალე ციხეები ჰქონდა, სადაც მონიტორინგი ტარდებოდა დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მეთვალყურეების მხრიდან. კავკასიაში, განსხვავებით აზერბაიჯანისა და სომხეთისა, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არ ტარდება მონიტორინგი. არასამთავრობო ორგანიზაციებს ამის უფლება არ აქვთ. მონიტორინგის უფლება საქართველოში მხოლოდ სახალხო დამცველს აქვს, თუმცა ჩანს, რომ არასაკმარისი და არასრულფასოვანია. ეს უფლება უნდა ჰქონდეთ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს 2003 წელს, რევოლუციამდე მონიტორინგის უფლება არასამთავრობო ორგანიზაციის წამომადგენლებს ჰქონდათ, მაგრამ 2004 წელს ეს უფლება გაუქმდა. ამაზე არ საუბრობს. ჩვენ კავკასიაში ერთადერთი ქვეყანა ვართ, სადაც მონიტორინგი არ არსებობს, რაც არის საფუძველი იმისა, რომ დღეს ციხეებში არის წამება, ღირსების შემლახავი მოპყრობა და გარდაცვალების ასეთი მაღალი რიცხვი. ის რაც ხდება და ვიცით, ოფიციალური მონაცემებია, არაოფიციალურად კი, გაცილებით მძიმე სიტუაციაა. ანგარიშში არ არის საუბარი იმ საკანონმდებლო ცვლილებებზეზე, რომელიც ამ მიმართულებით გატარდა, რაც ნამდვილად არ არის ლიბერალური კანონი. პირიქით, მიუხედავად გაუსაძლისი პირობებისა, ხელისუფლება, რაც შეიძლება მეტად ზღუდავს პატიმართა უფლებებს და არ საუბრობს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელმაც დააბრუნა გრძელვადიანი პაემნები, თუმცა ჯერ კიდევ კომუნისტური რეჟიმის დროს არსებობდა სამ დღიანი პაემანი, რომელიც ამ რეჟიმმა აკრძალა. ახალი კანონით შესაძლებელია ერთდღიანი გრძელვადიანი პაემანი, თუმცა გრძელვადიანი რატომ ჰქვია, ვერ მივხვდი. იგი იმდენად ძვირად ღირებულია, რომ მასზე ხელმისაწვდომობა პატიმართა უმრავლესობისთვის შეუძლებელია. მხოლოდ რამდენიმე დაწესებულებაში მუშაობს გრძელვადიანი პაემანი. თუ ომბუდსმენი გამოაქვეყნებს რიცხვს, რამდენმა პატიმარმა ისარგებლა ამ პაემნით, ნათელი გახდება, რომ პატიმართა უმეტესობას არ აქვს საშუალება, ფასიანი პაემანი გამოიყენოს ოჯახთან შეხვედრისთვის. ეს კანონი არსებობს თვალის ასახვევად.

_ ანგარიშში საუბარია სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე.

_ სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულებებში ჯერ კიდევ არის პრობლემა, რომელიც უფრო და უფრო ღრმავდება. განსაკუთრებით, ეპიდემიურ ხასიათს იძენს ტუბერკულიოზი, C ჰეპატიტი. რაც დრო გადის, ადმინისტრაცია ხელს იღებს ასეთი პატიმრების მკურნალობაზე. გარდა ამისა, სასჯელაღსრულების სისტემაში უამრავი სხვა პრობლემებია: წამება, პენიტენციალური სისტემის მართვის ფორმა, კარცერების გამოყენება, როგორც წამების ოთახი. სერიოზული მონიტორინგის ჩატარების შემთხვევაში, ამის უამრავი ფაქტი დადასტურდებოდა. იმისთვის, რომ ნათელი მოეფინოს იქ არსებულ რეალობას, შემცირდეს ღირსების შემლახავი მოპყრობები, შეიქმნას პატიმრებისთვის ადამიანური პირობები, სისტემა უნდა გახდეს გამჭვირვალე. ამ საკითხს ნაკლები ყურადღება ეთმობა სახალხო დამცველის ანგარიშში. მიმაჩნია, რომ ეს არის ხელისუფლების საამებლად გაკეთებული.

_ ანგარიშში არის ჩამოთვლილი ქუთაისის და ზუგდიდის საპყრობილეებში არსებული მდგომარეობა, მოყვანილია რამდენიმე პატიმრის მაგალითი.

_ ჩამოთვლილი არის, მაგრამ არ არის განზოგადებული.

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

გამოქვეყნდა, რომელ პროგრამაზე რამდენ აბიტურიენტს მიიღებენ სახელმწიფო უნივერსიტეტები 2026 წელს – ადგილების რაოდენობები

12:01; 14 თებერვალი, 2026
საზოგადოება

„აბიტურიენტებს ასარჩევად სამ პროფესიულ მიმართულებასაც შევთავაზებთ, გამოცხადდება 10 000 ადგილი“

11:59; 14 თებერვალი, 2026
საზოგადოება

„მოსალოდნელია უჩვეულო დათბობა“ – მეტეოროლოგი უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აკეთებს

11:49; 14 თებერვალი, 2026
საზოგადოება

შსს პოლიციელებისთვის დამატებით 200 სამკერდე კამერას შეიძენს

11:45; 14 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“მომწამვლელია, ის სიკვდილს იწვევს” _ ექიმის საგანგებო გაფრთხილება საზოგადოებას

10:37; 14 თებერვალი, 2026

სოფლებში არსებული საექიმო ამბულატორიები "მედალფას" დაექვემდებარება

თბილისში შეთავაზებული ფართები _გაუსაძლისი პირობების სანაცვლოდ

ყველა სიახლე

საზოგადოება

გამოქვეყნდა, რომელ პროგრამაზე რამდენ აბიტურიენტს მიიღებენ სახელმწიფო უნივერსიტეტები 2026 წელს – ადგილების რაოდენობები

12:01; 14.02.2026
საზოგადოება

„აბიტურიენტებს ასარჩევად სამ პროფესიულ მიმართულებასაც შევთავაზებთ, გამოცხადდება 10 000 ადგილი“

11:59; 14.02.2026
საზოგადოება

„მოსალოდნელია უჩვეულო დათბობა“ – მეტეოროლოგი უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზს აკეთებს

11:49; 14.02.2026
საზოგადოება

შსს პოლიციელებისთვის დამატებით 200 სამკერდე კამერას შეიძენს

11:45; 14.02.2026
საზოგადოება

“მომწამვლელია, ის სიკვდილს იწვევს” _ ექიმის საგანგებო გაფრთხილება საზოგადოებას

10:37; 14.02.2026
საზოგადოება

ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს – ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთის გზატკეცილზე

10:26; 14.02.2026
საზოგადოება

რომელ ავტომობილებზე არ გავრცელდება შეზღუდვა რომელიც 1-ელი აპრილიდან ამოქმედდება – სამინისტროს განცხადება

10:16; 14.02.2026
ზაფრანი

ვინ კითხულობს ადამიანებს წიგნივით

21:59; 13.02.2026
ზაფრანი

რას ამბობს თქვენი დაბადების წლის ბოლო ციფრი თქვენს შესახებ

21:55; 13.02.2026
ზაფრანი

ერთგულების რეიტინგი

21:51; 13.02.2026
პოლიტიკა

ელენე ხოშტარია: განათლებას აუქმებენ – არც ფულს დავხარჯავთ ამაში და არც თქვენი ცოდნის ატანა შეგვიძლიაო!

20:31; 13.02.2026
პოლიტიკა

“ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან კონსტრუქციულ ურთიერთობას ესწრაფვის”- სახელმწიფო დეპარტამენტი

19:58; 13.02.2026
პოლიტიკა

პრობლემების იდენტიფიცირების ეტაპი- პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე ხილ-პროდუქტების და წვენების მწარმოებლებს მოუსმინეს

19:54; 13.02.2026
საზოგადოება

„თხილის გულის ფასი 20 ლარამდე იყო, დღეს არის 33-დან 35 ლარამდე“ – რატომ იზრდება დაფასოებული პროდუქციის ღირებულება

18:54; 13.02.2026
სამართალი

“300 000 ლარი მიითვისა, თავს არიდებს სამართალდამცავ ორგანოში გამოცხადებას”- პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

18:40; 13.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

12:03; 12.02.2026
0

ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

11:42; 11.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო