ოზურგეთში უძველესი აბანოების ნაშთების არსებობა ოფიციალურად დადასტურდა.
როგორც “გურია ნიუსი” წერდა, ოზურგეთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციის პროცესში მშენებლებმა უძველეს აბანოს ნაშთებს მიაკვლიეს. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ვაჩეიშვილის თქმით, უკვე დაგეგმილია ახალი აღმოჩენის დეტალური შესწავლა, რომლის შედეგად ძველი აბანოს აშენების თარიღი ზუსტად გახდება შესაძლებელი. თანამედროვე არქიტექტურული ნაგებობების მშენებლობისას გამოვლენილი ისტორიული მემკვიდრეობა _ მიწისქვეშა ძეგლები სახელმწიფოს მიერ დაცული და შენარჩუნებული იქნება.
როგორც შეხვედრის დროს გაცხადდა, ოზურგეთის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაციის პარალელურად, ძველი აბანო ახალი ინტერპრეტაციით _ “ღია მუზეუმი ცის ქვეშ”, იქნება წარმოდგენილი და ოზურგეთის ერთ-ერთი მთავარი სანახაობა გახდება.