კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა თავისი დაბადების დღის აღსანიშნავად ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ბავშვს გუშინ თითო კილოგრამი კანფეტი აჩუქა.
ეს ტრადიცია ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინის ბაბუამ, კიმ ირ სენმა დანერგა 1980 წელს, რასაც მისი სიკვდილის შემდგომ ჯერ კიმ ჩენ ირი, შემდეგ კი კიმ ჩენ ინი აგრძელებენ.
საჩუქრების დასარიგებლად ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ავიაციის ჩართვა გახდა საჭირო, რადგან, ზოგიერთ მიუვალ სოფელში კანფეტებით სავსე ტომრების ჰაერიდან ჩამოგდება მოუწიათ.
კიმ ჩენ ინის დაბადების დღე, 8 იანვარი, ჩრდილოეთ კორეაში ნაციონალური ზეიმის დღეა.
საგულისხმოა, რომ ჯერჯერობით ოფიციალურად უცნობია, თუ რომელ წელს არის დაბადებული ქვეყნის ახალი ლიდერი – სახელდება რამდენიმე ვერსია: 1982, 1983 და 1984 წლები.