ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძის აზრით, ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი საბოლოოდ ზაფხულისთვის დასრულდება.
"ახლა ჯერი ბრიუსელზეა, სადაც შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას განიხილავს ევროპარლამენტი და ევროპული საბჭო და ვვარაუდობთ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. საქართველოს ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე მიღებული აქვს ძალიან მყარი პოლიტიკური მხარდაჭერა. ვვარაუდობთ, რომ ზაფხულის პერიოდში ეს საკითხი საბოლოოდ უნდა გადაწყდეს", – განაცხადა დავით ბაქრაძემ.