ლეგენდარული მომღერალი დევიდ ბოუვი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, მომღერლის გარდაცვალების ამბავი მისმა შვილმა, დანკან ჯონსმა დაადასტურა.
"დევიდ ბოუვი კიბოსთან 18-თვიანი ბრძოლის შედეგად, დღეს, საკუთარ ოჯახში გარდაიცვალა,"_ დაწერა სოციალურ ქსელში დანკან ჯონსმა.
როგორც ცნობილია, პარასკევს, საკუთარ დაბადების დღეზე მომღერალმა უკანასკნელი ალბომი BLACK STAR გამოუშვა.