დღეს ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ძეგლთან, აზიზიეს სახელობის მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ „წინააღმდეგობის მოძრაობის“ საპროტესტო აქცია გაიმართა.
ცუდი ამინდის მიუხედავად, აქციაზე ათასობით ადამიანი მივიდა. აქციას წინ უძღვოდა საეკლესიო პანაშვიდი იუნკრების საფლავთან. ორგანიზატორთა განცხადებით, ეს არის საერთო სახალხო შეკრება, რომელიც არ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება _ აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, აიძულონ ხელისუფლება უარი თქვას სასტიკი დამპყრობლის სულთან აზიზიეს სახელობის სალოცავის მშენებლობაზე.
აქცია დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.