ჩრდილოეთ საფრანგეთში ლტოლვილებისთვის ახალი ბანაკები გაიხსნება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ჩრდილოეთ საფრანგეთში 2 500 კაციანი ბანაკის ასაშენებლად ნებართვა დღეს გაიცემა.
როგორც ორგანიზაცია "ექიმები საზღვრებს გარეშე-ს" აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, ლტოლვილების დახმარება ჰუმანურობის საკითხია.
"მათ ევროპის მასშტაბით ურთულესი გზა გამოიარეს და ჩვენ ვერ დავტოვებთ მათ ყინვასა და ტალახში. ეს ჰუმანურობის საკითხია,"_განაცხადა ვიკი ჰოკინსმა.