დასავლეთ ავსტრალიაში ხანძრისგან მოსალოდნელი საფრთხე იზრდება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ცნობით, ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ძლიერი ცეცხლის შედეგად 128 სახლი განადგურდა.
როგორც დასავლეთ ავსტრალიაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლზე კონტროლს მომდევნო 24 საათში შეძლებენ.
"ძლიერი ხანძარია, თუმცა, ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და მომდევნო 24 საათის განმავლობაში მასზე კონტროლს დავამყარებთ,"_ განაცხადა დასავლეთ ავსტრალიის საგანგებო სიტუაციათა მართვის მინისტრმა, ჯო ფრენსისმა.