ამ წუთებში ოზურგეთში, სოფელ კვირიკეთთან მისვლამდე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ფეხით მიმავალ ახალგაზრდა მამაკაცს ავტომანქანა დაეჯახა.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. ახალგაზრდა მამაკაცი უკვე გადაყვანილია "მედალფას" სამედიცინო ცენტრში და მიმდინარეობს სამედიცინო დახმარება.
შინაგან საქმეთა სამინისტროში "გურია ნიუსს" გაუცხადეს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო.
"გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1 ნაწილით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევაა გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. დაშავებული მამაკაცი გადაყვანილია საავადმყოფოში და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება", _ აცხადებენ უწყებაში.