არჩილ გამზარდია სახელისუფლებო პარტიას და ოპოზიციურ ძალებს მოუწოდებს, საარჩევნო სიის დაკომპლექტებისას, მათი მხოლოდ იურისტებზე და ეკონომისტებზე გათვლა არ მოახდინონ, რაც მისი აზრით გუნდის დაკომპლექტების ყველაზე სულელური მეთოდია.
„ძვირფასო პოლიტიკურო პარტიებო, განსაკუთრებით მმართველი ძალის საყურადღებოდ – საარჩევნო სიის დაკომპლექტებისას, ყველაზე სულელური გათვლა, მხოლოდ იურისტებზე და ეკონომისტებზე გათვლაა. საქმე არა ძირითად პროფესიებშია მხოლოდ, არამედ ზოგად კომპეტენციებსა და უნარ-ჩვევების ფლობაში, ფასეულობებში, განსაკუთრებით სახელმწიფოებრივ აზროვნებაში, საზოგადოებასთან ურთიერთობის შესაძლებლობებში, საარჩევნო სიის წევრთა იმიჯში, საუბრისა და დებატების უნარში, პრეზენტირების უნარში და ა.შ.
მსახიობების თუ სპორტსმენების არ არსებობა თავისთავად არ ნიშნავს სიის სწორი კონცეფციის შექმნას, მსახიობიც საჭიროა და სპორტსმენიც შესაბამის ზოგად კომპეტენციებთან ერთად, კულტუროლოგიც, ეთნოლოგიც, პედაგოგიც, მარკეტინგისა და პიარის სპეციალისტიც, პოლიტოლოგი და ა.შ.
მხოლოდ პროფესიებამდე ნუ დაიყვანთ პოტენციური საარჩევნო სუბიექტის შეფასების კრიტერიუმს, თორემ ეს გახდება არც ეფექტური და არც არჩევითობაზე გათვლილი ნაკრები. საარჩევნო სია, პირველ რიგში, არჩევით და მიმზიდველ სუბიექტებზე აგებული გაერთიანებაც უნდა იყოს“ – წერს არჩილ გამზარდია.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved