მსოფლიოს წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება ლიონელ მესიმ მეხუთედ მოიპოვა. არგენტინის ნაკრების და "ბარსელონას" ფეხბურთელმა "FIFA Ballon D’Or 2015" -ის დაჯილდოებაზე გაიმარჯვა, სადაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაზე მისი მეტოქეები პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ და ბრაზილიელი ნეიმარი იყვნენ.