სირიის ქალაქ მადაიას ოთხასზე მეტ მაცხოვრებელს მკურნალობის მიზნით სასწრაფო ევაკუაცია ესაჭიროება. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გაერო-ს ინფორმაციით, სირიის მოსახლეობა შიმშილით იღუპება.
გაერო-ს ჰუმანიტარული სამსახურის ხელმძღვანელის, სტივენ ო ბრაიანის თქმით, მოსახლეობას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ესაჭიროება.
"ჩვენ უნდა ვეძებოთ მოლაპარაკების გზები, რომ ადამიანები სამკურნალოდ მალე გადავიყვანოთ. ისინი არასრულფასოვანი კვებით გამოწვეული გართულებების და სხვა სამედიცინო მიზეზების გამო იღუპებიან,"_ განაცხადა ო ბრაიანმა.
მაუწყებლის ცნობით, მსოფლიო სასურსათო პროგრამის ფარგლებში გაერო ყოველთვიურად 20 000 ადამიანს საკვები პროდუქტით ამარაგებს, პროგრამაში მონაწილე ორმოცდაოთხმა სატვირთო მანქანამ ორშაბათს დამასკოდან მადაიაში შეღწევა ოქტომბრის შემდეგ პირველად შეძლო.