სტამბულში, დღეს მომხდარი აფეეთქებისა და ტერორისტული აქტების საფრთხის გამო, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო თურქეთში მყოფ საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილისაკენ მოუწოდებს. მსგავს მოწოდებს ავრცელებს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც.
ამ დროისათავის არსებული ინფორმაციით, ტერაქტის დროს დაშავებულ ადამიანთა შორის არიან პერუს, გერმანიის და თურქეთის მოქალაქეები. დაღუპულთა ვინაობას კი, სამართალდამცველები უკვე არკვევენ.
პრემიერ-მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ ტერაქტის გამო საგანგებო სხდომა მოიწვია და უსაფრთხოების ნორმების გამკაცრება მოითხოვა.
თურქული მედია უკვე საუბრობს იმ ორგანიზაციებსა და დაჯგუფებებზე, რომლებიც შესაძლოა დღევანდელი ტერაქტის უკან იდგნენ.
ინტერნეტგამოცემა www.internethaber.com – ი წერს, რომ "პირველი, რაც გონებაში მოდის ქურთ მუშათა პარტია, რადგანაც 2013 წელს წელს პარიზში 9 იანვარს თავდასხმის დროს ამ პარტიის წევრი მოკლეს".
გარდა ამისა, ქურთ მუშათა პარტიის გააქტიურებს თურქი ანალიტიკოსები გუშინ ქვეყნის დიდ ქალაქებში ჩატარებულ ოპერაციებს უკავშირებენ, რომლის დროსაც, სამართალდამცველებმა პარტიის სამი წევრი დააკავეს.
ტერორისტული აქტის განხორციელებაში არ გამორიცხავენ "ისლამური ხალიფატის" მონაწილეობასაც. თუმცა, ეს ყველაფერი ჯერჯერობით ვერსიებია და მტკიცებულებით გამყარებული არ არის.
არსანიშნავია, რომ გასულ წლის 6 იანვარს, დღევანდელი ტერორისტული აქტის ადგილას, რუსეთის მოქალაქე ახალგაზრდა ქალი შეეცადა ტერორისტული აქტის მოწყობას და თავი აიფეთქა.
გამოყენებულია www.internethaber.com -ის, www.yenisafak.com – ისა და www.gazetevatan.com -ის ინფორმაციები.