ზერიფე ანთაძე, პირადობის მოწმობის თანახმად, 113 წლისაა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, 115 წელი დეკემბერში შეასრულა.
დაზუსტებული ინფორმაციით, ქალბატონი ზეფირე საქართველოს უხუცესი ქალბატონია. ქვეყნის ყველაზე ხნიერი ქალბატონი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ცხოვრობს და ხელისუფლებაზე განაწყენებულია.
_ ყურადღება და დახმარება ახლა მინდა მე. მხოლოდ ერთი თხოვნა მაქვს _ ჩემს შვილიშვილს ხელი შეუწყონ, რომ ჩემი მოვლა შეძლოს, _ ამბობს მთავრობაზე განაწყენებული 113 წლის ქალბატონი.
ზერიფე ბებოს თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს მისთვის ახალი წელი არ მიულოცავთ:
_ არავის გავხსენებივარ. მხოლოდ თქვენ მოხვედით და ძალიან გამახარეთ, რომ ჩემს სანახავად ამხელა გზა გამოიარეთ. ადრე გვყავდა კარგი გამგებელი, რომელიც ახლა მკვდარია. ახლანდელ გამგებელს კი ფეხებზე ვკიდივარ, _ გვეუბნება ქვეყნის უხუცესი ქალბატონი.