ლაისა ანდრიოლი ბრაზილიელი ფეხბურთელი ქალია, თუმცა, მსოფლიოს ყურადღება მან არა სპორტული მიღწევებით, არამედ, თავისი სხეულით მიიპყრო.
ლაისა პიკანტური ფოტოსესიების დიდი მოყვარულია და თამამად პოზირებს ფოტოკამერების წინაშე შიშველი. ცნობილია, რომ ახლო მომავალში ლაისა აქტიური სპორტული კარიერის დასრულებას აპირებს და, სურს, ძალები მოდელობაში მოსინჯოს.
ბრაზილიაში გამოცემულმა ჟურნალმა "გლამურმა" უკვე გადაიღო ის გულახდილ ფოტოსესიაში, შემდეგ კი, რიგში, რა თქმა უნდა, "ფლეიბოია", რომელთანაც ლაისამ უკვე გააფორმა წინასწარი შეთანხმება ცეცხლოვან ფოტოსესიაზე.