გერმანიის ქალაქ ლაიფციგში სამართალდამცველებმა 221 ადამიანი დააპატიმრეს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აქცია, რომელიც მიგრანტების წინააღმდეგ მიმდინარეობდა ძალადობაში გადაიზარდა.
როგორც ცნობილია, დემონსტრაციას რამდენიმე ათასი ადამიანი დაესწრო და ისინი ახალი წლის ღამეს ქალაქ კიოლნში ქალებზე მომხდარ თავდასხმას გმობდნენ, რაშიც ბრალი მიგრანტებს ედებათ.
მაუწყებლის ცნობით, აქციაზე მისული ადამიანები გერმანიის კანცლერის გადადგომასაც მოითხოვენ.