"მაგთიკომი" თავის აბონენტებს მომსახურების პირობებს უცვლის. კერძოდ, SMS მომსახურება იანვრის ბოლოდან 6 თეთრი გახდება, ხოლო ანგარიშზე არსებული ბალანსის შესამოწმებლად 444-ზე დარეკვა ყოველ ჯერზე 2 თეთრი დაგიჯდებათ.
როგორც "გურია ნიუსს" კომპანიაში განუცხადეს, აღნიშნული ცვლილება მომსახურების უნიფიცირების პროექტის ფარგლებში ხდება, რაც გულისხმობს "მაგთიკომის" ბრენდების, ბანისა და მაგთის მომსახურების პირობების დაახლოებას.
თუმცა, რისთვის გახდა აბონენტებისთვის პირობების შეცვლა აუცილებელი კომპანიაში არ აკონკეტებენ.
"მომსახურების უნიფიცირების პროექტი ს ფარგლებში, რაც გულისხმობს ჩვენი ბრენდების, ბანისა და მაგთის მომსახურების პირობების დაახლოებას, 21 იანვრიდან ბანის აბონენტებისთვის 444 –ზედარეკვა გახდება ფასიანი, თუმცა, ბანის აბონენტებისთვის, ისევე როგრც მაგთის აბონენტებისთვის, არსებობს ბალანსის შემოწმების ალტერნატიული, უფასო საშუალება. მათ ნებისმიერ დროს შეუძლიათ აკრიფონ *111*1# OK და საკუთარი ნომრის ბალანსს გაიგებენ უფასოდ", _ განმარტავენ "მაგთიკომში".
რაც შეეხება "ბანის" აბონენტებისთვის სტანდარტული SMS-ტარიფის გაზრდას, კომპანიაში აცხადებენ, რომ ეს ცვლილებაც უნიფიცერების პროექტის ფარგლებში ხდება.
"სტანდარტული SMS-ტარიფის გაზრდა 1 თეთრით, ასევე მომსახურების უნიფიცერების პროექტის ფარგლებში მოხდება 26 იანვრიდან. თუმცა, აქვე შეგახსენებთ,რომ მომხმარებელს ყოველთვის შეუძლია შეიძინოს შეღავათიანი SMS/MMS პაკეტები: 100 SMS/MMS 1 ლარად (1 SMS-ისფასი გამოდის 1 თეთრი); 400 SMS/MMS 2.5 ლარად (1 SMS-ის ფასი გამოდის 0.6 თეთრი); 1000 SMS/MMS 5 ლარად (1 SMS-ის ფასი გამოდის 0.5 თეთრი)", _ განუცხადეს "გურია ნიუსს" მაგთიკომში".