ირაკლი ალასანიას გუნდის წევრი, "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი თემურ სალუქვაძე მიმართვას ავრცელებს.
"შეცდომაც შეცდომაა, მაგრამ როდესაც ხელისუფლება შეცდომას დანაშაულამდე ზრდის და ადამიანების გრძნობებზე და ტრადიციების ხელყოფაზე თამაშობს, მხოლოდ საკუთარი სკამებისა და კეთილდღეობის შენარჩუნების მიზნით, ეს უკვე უზნეობაა!" – ამბობს თემურ სალუქვაძე.
მისივე თქმით, საინტერესოა, რას ეუბნებიან ნატანებელებს, ურეკელებს, რომ ისინი აღარ არიან ოზურგეთელები და ფოთელები გახდნენ? ან ძიმითელებს, ნაგომრელებს, ბაილეთელებს, სილაურელებს, ნასაკირალელებს, ჯუმათელებს, რომ თქვენ ლანჩხუთელები და ჩოხატაურლები ხართ? პასუხად ტელევიზიიდან "ბრძენი და გამოცდილი" პოლიტიკოსების არასერიოზული არგუმენტები გვესმის მხოლოდ! ყველაზე დიდი უბედურება კი ისაა, ზემოთ მყოფთ ასეთი წარმოდგენა აქვთ საკუთარ ხალხზე და მალე ივიწყებენ მათ ბუნებასა და ხასიათს!
“მივმართავ ჩემს ოზურგეთელებს მთლიანს და ერთიანს, მე, როგორც თავისუფალი დემოკრატი და ირაკლი ალასანიას გუნდის წევრი, გპირდებით, თქვენთან ერთად დავძლევთ ყოველივე უმსგავსო ქმედებას და ყველაფერს დავუბრუნებთ თავის კანონზომიერ, სამართლიან და ბუნებრივ საწყისებს.
ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, ეშმაკი ჰყოფს, უფალი აერთიანებს! კალანდას გილოცავთ გურულებო!" – ამბობს თემურ სალუქვაძე.
R