რამდენიმე დღის წინ ცნობილმა იტალიელმა მოდელმა და ლამაზმანმა რაფაელა ფიკომ უკვე მერამდენედ პირობა დადო, რომ, თუ ნეაპოლის "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდება, ის საჯაროდ გაშიშვლდება.
"დიახ, მე ამას გავაკეთებ და, დარწმუნებული ვარ, ნამდვილად მომიწევს გახდა," – განაცხადა რაფაელა ფიკომ, რომელიც წარსულში მარიო ბალოტელის გერლფრენდი და "მილანის" ქომაგი იყო, თუმცა, დროთა განმავლობაში "ნაპოლის" ქომაგად "გადაკვალიფიცირდა".
რამდენიმე დღის წინ იტალიის საფეხბურთო პირველობის პირველი წრე დასრულდა. დიეგო მარადონას ყოფილი კლუბი სატურნირო ცხრილის სათავეში იმყოფება.
ნეაპოლელი ლამაზმანი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში თანაქალაქელების წინაშე გაშიშვლებას მუდმივად აპირებს, მაგრამ ფეხბურთელები ამისი გაკეთების საშუალებას "ჯიუტად" არ აძლევენ.
იმედია მიმდინარე სეზონში "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონის წოდებას დაეუფლება და ქალბატონ რაფაელასაც თავისი პირობის შესრულება მოუწევს.