რამდენიმე დღის წინ ბრიტანულმა გამოცემამ "The Sun" საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. გაზეთის ჟურნალისტების მორიგი "საკბილო" "მანჩესტერ იუნაიტედის” ვარსკვლავი უეინ რუნი გახდა.
ცნობილი გახდა რომ ინგლისის ეროვნული გუნდის თავდამსხმელი საკუთარი ტელეფონის პაროლად ერთ-ერთი ცნობილი ლუდის დასახელებას იყენებდა.
რუნი სხვა პოპულარულ ადამიანებთან ერთად "ნიუს ოფ ზი ვორლდის” ჰაკერების მსხვერპლი გახდა და მისი პირადი ინფორმაცია საჯაროდ გამოქვეყნდა.
რუნის ტელეფონის პაროლი "სტელა არტუა” გახლდათ.