ცოტა ხნის წინ წარსულში ცნობილ კოლუმბიელ ნახევარმცველს, "ნიუკასლისა" და "პარმას" ყოფილ ფეხბურთელს, ფაუსტინო ასპრილიას, პორნოფილმში მთავარი როლის შესრულება შესთავაზეს.
სტუდია "სანტალატინა" მზად არის 20 მილიონი პესო (7,8 ათასი დოლარი) გადაუხადოს ასპრილიას ერთკვირიან გადაღებებში.
სტუდიის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან, რომ ასპრილიას, როგორც პორნომსახიობის ნიჭი, აუცილებლად გაიხსნება.
"უნიკალური შემოთავაზებაა და გვჯერა, რომ ფაუსტინო ჩვენთან იქნება," – აცხადებენ პორნოსტუდიის ხელმძღვანელები.
საგულისხმოა, რომ 46 წლის ვეტერანი ფეხბურთელი კოლუმბიაში სექს-სიმბოლოს სტატუსით სარგებლობს და ამჟამად ადგილობრივ მედიაშია დასაქმებული სპორტულ ექსპერტად.