ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებლებს, სამუშაო საათებში, თანამშრომლების SMS შეტყობინებებისა და საფოსტო გზავნილების წაკითხვა შეეძლებათ.
აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს ამავე გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი მოქმედებს თავის უფლებამოსილებით, თუკი ინფორმაცია პროფესიულ საქმიანობას შეეხება და მას ინფორმაციაზე წვდომა აქვს.
მისივე გადაწყვეტილებით, კანონმა უნდა განსაზღვროს თუ რა გზით შეეძლება დამსაქმებელს შეტყობინების წაკითხვა, რომ ეს უკანონოდ არ მოხდეს და თანამშრომლის პირად ცხოვრებაში ჩარევის სახე არ მიიღოს.
როგორც ცნობილია, აღნიშნული გადაწყვეტილება სტრასბურგში სამშაბათს მიიღეს და ევროპის საბჭოში შემავალ ყველა ქვეყანაზე და ბრიტანეთზე ვრცელდება.