საფრანგეთში ალპებში ზვავის ჩამოწოლას სამი ადამიანი ემსხვერპლა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დაღუპულებს შორის ორი მოზარდი და ერთი მოთხილამურეა.
როგორც საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ფერდობზე, სადაც ისინი იმყოფებოდნენ სრიალი დროებით აკრძალული იყო.
კურორტის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, სტუდენტების ჯგუფს, რომლებიც ზვავის ჩამოწოლის დროს ფერდობზე იმყოფებოდნენ დეტექტორები არ ჰქონდათ.
"შეგვატყობინეს, რომ ზვავის ჩამოწოლის ადგილას სტუდენტების ჯგუფი იმყოფებოდა, რომლებმაც მოახერხეს და ზვავს გაექცნენ,"_განაცხადა კურორტის აღმასრულებელმა დირექტორმა.