პარიზის კაფემ, სადაც ტერაქტს 15 ადამიანი ემსხვერპლა, მუშაობა განაახლა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, ადგილობრივი ბარი პარიზში მომხდარი ტერაქტების სიმბოლოდ იქცა, რომლის დროსაც 130 ადამიანი დაიღუპა და ასზე მეტი დაიჭრა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაფე-ბარი არის ერთადერთი ადგილი, რომელიც ტერაქტის შემდეგ გაიხსნა და მისი გახსნა წარმოადგენს სიმბოლოს "ცხოვრება გრძელდება".
როგორც ცნობილია, კაფე-ბარის გარდა ნოემბერში ტერორისტები თავს დაესხნენ ბატაკლანის საკონცერტო დარბაზს, რომელიც დღემდე არ ფუნქციონირებს.