სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" "გურია ნიუსს" მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ ნაწილს წყალი არ მიეწოდება. "ლესელიძე, დიმიტროვი, წულუკიძის და ბათუმის ქუჩა ოზურგეთად არ ითვლება? წყალი არ არის", – გვწერს ერთ-ერთი ოზურგეთელი
. ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებული სერვისცენტრის უფროსს ლევან აფხაზავას, რომელმაც ჩვენთან საუბრის დროს შემდეგი კომენტარი გააკეთა.
"ყველა ძრავი ჩართულია და ქალაქ ოზურგეთს მიეწოდება წყალი სრული დატვირთვით. შეიძლება რაღაც მცირედი პრობლემა არის და აუცილებლად გადავამოწმებთ თქვენს მიერ მოწოდებულ ინფორმაციას," – გვითხრა ლევან აფხაზავამ.