ბრაზილიაში, სანტოსის პორტში მდებარე ქიმიური ნივთიერებების სატვირთო საწყობში აფეთქება მოხდა. აღნიშნულ ინფორმაციას EURONEWS ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ათეულობით ადამიანი საავადმყოფოში ინტოქსიკაციის დიაგნოზით მოათავსეს.
ქალაქის მერი მოსახლეობას უსაფრთხოების მიზნით სახლში დარჩენას მოუწოდებს, რადგან ქიმიურმა ელემენტებმა შესაძლოა კანის დამწვრობა გამოიწვიოს.
როგორც ცნობილია, კონტეინერებში ძირითადად ნატრიუმის დიქლოროიზოციანურატი იყო, რაც ქიმიური ნაერთის სახით ქლორის ტიპის გამწმენდი საშუალების მისაღებად გამოიყენება.
მაუწყებლის ინფორმაციით, ამ დროისთვის უცნობია რა გახდა 16 კონტეინერის აფეთქების მიზეზი.