ონლაინ მუსიკალური საიტები მოზარდებს მოწევის დაწყებისა და ალკოჰოლის მიღებისკენ უბიძგებს. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ნოტინგემის უნივერსიტეტის მკვლევარებმა იუთუბზე განთავსებული 40 ტოპ სიმღერა შეისწავლეს.
მისი დასკვნის მიხედვით კლიპები მხოლოდ ალკოჰოლით თრობისა და მოწევის შემდგომ ეფექტს გადმოსცემენ.
"ერთი ვიდეოს რამდენიმეჯერ ნახვის შემთხვევაში მოზარდი შთაბეჭდილების ქვეშ ექცევა და მათი გამოყენების სურვილი უჩნდება,"_ განაცხადა მკვლევარმა.
როგორც ცნობილია, მუსიკალურ ვიდეოებში თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაცია 2002 წლიდან აკრძალულია, მაგრამ ეს კანონი ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ არ ვრცელდება, გარდა ამისა Sony Music, Universal Music, Warner Music მუსიკალურ კლიპებს იუთუბსა და ვევოზე ბრიტანეთის საბჭოს თანხმობით ტვირთავენ.