საქართველოს მთავარ პროკურატურაში მოწმის დაკითხვის ახალ წესთან დაკავშირებით პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა ინტენსიური გადამზადება დაიწყო. საწყის ეტაპზე სამართლებრივ საკითხებში გადამზადება ოცამდე ტრენერმა პროკურორმა გაიარა, რომელთა შორის დეპარტამენტის უფროსები, ოლქის პროკურორები, მათი მოადგილეები, სამმართველოს უფროსები და რაიონული პროკურორები არიან.
ტრენერი პროკურორები 2016 წლის 20 თებერვლამდე მთელი საქართველოს მასშტაბით უწყების ყველა პროკურორს და გამომძიებელს გადაამზადებენ. პროკურატურის თანამშრომლები ასევე გაივლიან ინტენსიურ გადამზადებას მოწმეთა გამოკითხვა-დაკითხვის მეთოდოლოგიაში, მათთან
ურთიერთობის ფსიქოლოგიაში. პროკურორთა მონაწილეობით და სხვა უწყებებთან აქტიური თანამშრომლობით ამ მიმართულებით ჩატარდება მოსახლეობის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანია.
დაგეგმილი ღონისძიებები პრაქტიკაში საკანონმდებლო ცვლილებების წარმატებით დაგნერგვისა და გამოძიების ეფექტურობის უზრუნველყოფის მიზანს ემსახურება.