ინტერნეტში აწ გარდაცვლილი ბიძინა კუჭავას და საქართველოს ექს-პრემიერის ბიძინა ივანიშვილის დიალოგის ამსახველი კადრები გავრცელდა. ექს-პრემიერი კითხვა-პასუხის რეჟიმში საუბრისას, ბიძინა კუჭავას მკაცრად აკრიტიკებს და საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებულ უარყოფით პოზიციას ახსენებს. ვიდეო 2013 წლის 13 ოქტომბერს, რადიოსა და ბეჭდური მედიის მთავარ რედაქტორებთან ბიძინა ივანიშვილის შეხვედრისას არის გადაღებული.
შეგახსენებთ, რადიო „საქართველოს ხმის“ დამფუძნებელი ბიძინა კუჭავა – სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორის ვახტანგ ქირიას მკვლელობის საქმეში ეჭვმიტანილად არის ცნობილი.