ზურაბ ბერძენიშვილი, ჩოხატაური:
_ საყოფაცხოვრებო პირობები _ გარემოს მოწესრიგება, სიმშვიდე, სიწყნარე მოსახლეობისთვის კარგი იქნება.
იზო ძნელაძე, ჩოხატაური:
_ პირველ რიგში, უნდა მოაგვაროს სოციალური პრობლემა _ ხალხს ძალიან უჭირს.
ლადო მამალაძე, ჩოხატაური:
_ პრობლემა ძალიან ბევრია ჩოხატაურში, მაგრამ ყველაზე სწრაფად სოფლებში უგზოობის პრობლემა უნდა მოგვარდეს. განსაკუთრებით სურებში, სამებაში, შუაგანახლებაში და ზომლეთში.
შოთა გურგენიძე, ჩოხატაური:
_ სოციალური პრობლემა.
ცირა შევარდნაძე, ოზურგეთი:
_ სოციალური პრობლემა. ხალხს დაეხმარონ, რომ წამლები შეღავათიან ფასებში იყიდონ.
რამაზ ვასაძე , ოზურგეთი:
_ ხალხის გაჭირვება უნდა მიიტანონ გულთან.
თემურ შოვნაძე, ქალაქი ოზურგეთი:
_ ხალხს უჭირს. მთავრობას ვთხოვთ, მოაგვარონ მთავარი _ სოციალური პრობლემები.
სერგო ბარანიკოვი, ოზურგეთი:
_ უმუშევრობის პრობლემაა მოსაგვარებელი .
მანანა მემარნიშვილი, ქალაქი ოზურგეთი:
_ იმდენი პრობლემაა, პასუხის გაცემა მიჭირს, მაგრამ მაინც, ალბათ, ეკონომიური.
ნუგზარ გვარჯალაძე, ლანჩხუთი:
_ ყველაზე მეტად სოციალური პრობლემები აწუხებს მოსახლეობას და ესაა მისახედი.
რეზო ორაგველიძე, ლანჩხუთი:
_ რა თქმა უნდა, სოციალური.
ჯაბა წილოსანი, ლანჩხუთი:
_ პრობლემები ბევრია, რა ვიცი.
მაყვალა ჩხაიძე, ლანჩხუთი:
_ უმუშევრობა, გაჭირვება, სოციალური პრობლემები.